ჯულიან ასანჟი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, აშშ-ში პატიმრობას თავიდან აიცილებს  - მან ბრიტანეთის ციხე უკვე დატოვა

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დასთანხმდა, აღიაროს ბრალი, სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მას როლი მიუძღვის შეერთებული შტატების მთავრობის საიდუმლო მასალების ერთ-ერთ უმსხვილეს გაჟონვაში.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან დადებული ეს საპროცესო შეთანხმება საშუალებას მისცემს ასანჟს, თავი აარიდოს შეერთებულ შტატებში პატიმრობას და დაუყოვნებლივ დაბრუნდეს თავის მშობლიურ ქვეყანაში, ავსტრალიაში.

საპროცესო შეთანხმება ფედერალურმა მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს, მაგრამ WikiLeaks-ის ცნობით, ასანჟი დიდი ბრიტანეთის ციხიდან უკვე გაათავისუფლეს და მან უკვე დატოვა ქვეყანა.

შეგახსენებთ, 52 წლის ჯულიან ასანჟს ბრალი წაყენებული ჰქონდა ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში. აშშ წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ Wikileaks-ის ფაილები - რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ - საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს. ასანჟმა ბოლო ხუთი წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება