აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა იოავ გალანტთან საუბარში ხაზი გაუსვა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„მათ განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მძევლის გათავისუფლებას და პალესტინელი ხალხის ტანჯვის შემსუბუქებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ღაზაში ჰუმანიტარული მუშაკების დასაცავად და ღაზას მასშტაბით დახმარების გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან სრული კოორდინაციის გზით გაწევა.

„მან ასევე ხაზი გაუსვა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისა და დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევის მნიშვნელობას, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც ისრაელელ, ისე ლიბანელ ოჯახებს თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება.

CNN-ი იუწყება, რომ ენტონი ბლინკენისა და იოავ გალანტის შეხვედრა, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ესკალაციის შიშის ფონზე გაიმართა და გალანტი სახელმწიფო დეპარტამენტში ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს