ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური, იური სოდოლი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ გენერალ-ლეიტენანტ იური სოდოლს ბრიგადის გენერალი, ანდრეი გნატოვი შეცვლის. მას საკადრო ცვლილების გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია.

სოდოლის გათავისუფლებას წინ უძღოდა ეროვნული გვარდიის აზოვის ბრიგადის შტაბის უფროსის, ბოგდან კროტევიჩის განცხადება, რომელმაც სოდოლი მნიშვნელოვან სამხედრო წარუმატებლობასა და პერსონალის დიდი დანაკარგის გამოწვევაში დაადანაშაულა.

„მან უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლა, ვიდრე რომელიმე რუსმა გენერალმა“, - დაწერა კროტევიჩმა „ტელეგრამ“ არხზე, თუმცა იური სოდოლის სახელი არ დაუკონკრეტებია.

„ყველა სამხედროს ესმის, ვისზე ვსაუბრობ, რადგან სამხედროების 99%-ს სძულს ის, რასაც აკეთებს“, - აღნიშნა კროტევიჩმა და დასძინა, რომ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართა.

მოგვიანებით, უკრაინულმა მედიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბარი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურზე, იური სოდოლზე.

სოდოლის გათავისუფლების გამოცხადების შემდეგ, კროტევიჩმა დაწერა: ”გნატოვი ძალიან კარგი ოფიცერია. იმედი მაქვს, ფრონტზე სიახლეები უკეთესი იქნება. ”

სოდოლი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურად თებერვალში დაინიშნა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ