Reuters - დონალდ ტრამპი გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა

დონალდ ტრამპი გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა, - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპს ორმა მთავარმა მრჩეველმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა - თუ ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს - გეგმა უკრაინისთვის უფრო მეტი ამერიკული იარაღის გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა.

ასევე, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ მოსკოვს აფრთხილებს იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში, აშშ უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის.

კელოგისა და ფრედ ფლეიცის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით, რომლებიც 2017-2021 წლებში დონალდ ტრამპის ეროვნული უშიშროების საბჭოში შტაბის უფროსები იყვნენ, ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არსებულ ფრონტის ხაზების საფუძველზე მოხდება.

ფრედ ფლეიცის ცნობით, გეგმას დონალდ ტრამპი დადებითად გამოეხმაურა.

„არ ვამტკიცებ, რომ ის გეგმას ან თითოეულ სიტყვას დაეთანხმა, მაგრამ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასეთი გამოხმაურება მივიღეთ“, - განაცხადა ფრედ ფლეიცმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე