ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 1-ელ ივლისს აქცია დაიგეგმა

„დროას“ წევრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 1-ელ ივლისს აქცია დაიგეგმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ “ემიგრანტების ხმა მოიპაროს და მათ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება წაართვას”.

„გირჩი მეტი-თავისუფლებისა“ და „დროას“ გუნდა 7 თვის წინ დაიწყო კამპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას ემსახურებოდა. არსებული ინფორმაციით საქართველოდან გასულია მილიონზე მეტი მოქალაქე. 90-ზე მეტ ქვეყანაში გროვდებოდა ხელმოწერები და 35 ქალაქიდან ოფიციალური მოთხოვნა შევიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მათთვის უბნები გაეხსნათ.

სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი არ გაუცია და არავითარი მოქმედება არ დაუწყია. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ჩვენს მოქალაქეების ხმა მოიპაროს და მათ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება წაართვას.

„გირჩი მეტი-თავისუფლებამ“ და „დროას“ გუნდა გადავწყვიტეთ, რომ პირველ ივლისს, 12 საათზე დავგეგმოთ აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ლეონიძის ქუჩაზე, რათა მოვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას, რომ უბნები გახსნას.

კამპანია გაგრძელდება - „გახსენი უბანი ემიგრანტებისთვის, ნუ მოიპარავ ხმას“ - ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ მილიონზე მეტ მოქალაქეს ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა