თეონა აქუბარდია - ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო ღირსებით არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიჰყავს

დღეს, როდესაც უკრაინა და მოლდოვა იწყებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ხოლო ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო რჩება ამ ქვეყნებს მიღმა, ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო ღირსებით არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიჰყავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ევროპისკენ შემობრუნება.

„დღეს როდესაც უკრაინა და მოლდოვა იწყებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ხოლო ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო რჩება ამ ქვეყნებს მიღმა, ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” საქართველო ღირსებით არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიჰყავს. ბატონმა ბორელმა ღია ტყუილში ამხილა „ქართული ოცნება” ევროპისკენ სვლასთან დაკავშირებით და ღიად თქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით ევროკავშირში ვერ მოხვდება ქვეყანა. ღიად განაცხადა, რომ “ქართლმა ოცნებამ” ევროკავშირს დააშორა ქვეყანა. ეს უკვე შეთანხმებული გადაწყვეტილებაა, ისევე, როგორც შეთანხმებულია ის, რომ პირდაპირი კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და ევროკავშირს შორის დაუყოვნებლივ შეწყდება. სხვა დანარჩენი გადაწყვეტილებები, რომლებიც ასევე უმძიმესია საქართველოსთვის და ეს გულისხმობს საბიუჯეტო დახმარების გაყინვას, მათ შორის იმ ციფრების მოცულობით, რომელიც ევროკავშირისგან ვნახეთ. 517 მილიონ ევროზე იყო საუბარი ხუთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გზების, ხიდების, ინფრასტრუქტურის, სკოლების, ბაღების დაფინანსების კუთხით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დამაზიანებელ ქმედებას, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის თითოეულ მოქალაქეს შეეხება. “ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ აქვს დრო ოქტომბრამდე, რომ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან რეჟიმში ჩატარებით ამ ქვეყნის კურსი გადაარჩინოს. თუმცა ნათელია ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” აღარანაირი ნდობა აქვს ევროკავშირში და არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის ევროპისკენ შემობრუნება. ამიტომ, ის, რომ „ქართული ოცნება” მტრობს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს ევროპულ მომავალს, ეს არის მკაფიოდ ნათქვამი. დიპლომატიის მიკიბ-მოკიბვის გარეშე ღიად ითქვა ბორელის მხრიდან”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას და აღნიშნა, რომ “ხელს არ ვაწერ”.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია