ალუდა ღუდუშაური - ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს სალომე ზურაბიშვილის ურეიტინგო თავი „ნაციონალურ მოძრაობას“

სალომე ზურაბიშვილს არანაირი რეიტინგი არ აქვს, მას აქვს უბრალოდ, პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია, ამპარტავნობას დავარქმევ - ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს სალომე ზურაბიშვილის ურეიტინგო თავი „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ასევე ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი წარსული და ის მომავალი, რომელიც ამ პარტიას აქვს, ნულოვანი რეიტინგის მქონე სალომე ზურაბიშვილს".

სალომე ზურაბიშვილს არანაირი რეიტინგი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. მას აქვს უბრალოდ, პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია, ამპარტავნობას დავარქმევ. მისი პოლიტიკურ ამბიცია ვერანაირად ვერ არის მხარდაჭერილი ქართველი ხალხის მიერ და ვერც იქნება. პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ ხალხთან, მაგრამ ხალხის ზემოთ, ჩემთვის იქ არის დამთავრებული ყველაფერი. ქართველი ხალხის მაღლა დგომა უნდათ ამ ადამიანებს, რომლებსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს საშუალებას. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს სალომე ზურაბიშვილის ურეიტინგო თავი "ნაციონალურ მოძრაობას" და "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი წარსული, სისხლიანი ხელ-ფეხი და ის მომავალი, რომელიც ამ პარტიას აქვს, მშვიდობაში მოახმაროს ასევე ნულოვანი რეიტინგის მქონე ქალბატონ ზურაბიშვილს," - განაცხადა ღუდუშაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება