მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა

„ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა“.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან წვალობენ. სინამდვილეში, არიან ერთი ქოლგის ქვეშ. ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა. თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ და ამის თქმა ცოტა მძიმეა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს უწოდებდა, მისი დავალების მიმცემი გახდა. დავალების მიმღებისგან დავალებებს იღებს. მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოლოდინი აქვს, თუ არა, რომ ოპოზიცია ერთიანობის დეკლარაციის ფარგლებში საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს დაასახელებს, მდინარაძე ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ისინი თავის თოჯინას მხარს დაუჭერენ“.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი მათი თოჯინა გახდა. რა თქმა უნდა, ისინი თავის თოჯინას მხარს დაუჭერენ. როგორც თოჯინების თეატრშია, ერთი-ერთში, რა მოძრაობასაც ისინი ვერბალურად ახორციელებენ, ზუსტად იგივე ტრაექტორიით სალომე ზურაბიშვილი მოძრაობს. როგორც გააქნევენ ხელს ჩვენი „ნაცი“ ოპონენტები, ზუსტად იგივეს სალომე ზურაბიშვილი იმეორებს. დააკვირდით, საერთო „მესიჯ ბოქსში“ არიან“, - აღნიშნა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება