მამუკა მდინარაძე - ISFED-ზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს - უბრალოდ სირცხვილია, როცა არჩევნებზე და მის კანონიერებაზე წინასწარ, ამდენი თვით ადრე საუბრობენ

ISFED-ზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს. ის ძრავს ამ საკითხს, უბრალოდ სირცხვილია, როცა ISFED არჩევნებზე და მის კანონიერებაზე წინასწარ, ამდენი თვით ადრე საუბრობს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ის აღნიშნულით ISFED-ის ანგარიშს გამოეხმაურა.

„ჩავარდნილი პიარ და პროპაგანდისტული პროექტი, - „არა რუსულ კანონს“ - ახლა მათი მიზანია არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების პროპაგანდად გადაიქცეს. მომდევნო თვეების წინასწარი პროპაგანდა იქნება, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, სხვა პიარკამპანია დომინანტი არ იქნება. ეს იყო მიზანი აქამდეც, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დაეყენებინათ და ახლაც ეს არის მათი მიზანი. ამის შესახებ, პირველი ვინ გამოდის? – ISFED, რომელიც მთავარი გამყალბებელია, უპრეცედენტო გამყალბებელია, მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, მე არ მახსენდება, თუ იცით, გამახსენეთ, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია არჩევნების მონაცემებს აყალბებდეს. 2020-ში ISFED-მა ეს გააკეთა, ამაზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს, ის ძრავს ამ საკითხს, ეს უბრალოდ სირცხვილია, როცა ISFED არჩევნებზე და მის კანონიერებაზე წინასწარ, ამდენი თვით ადრე საუბრობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" "2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასების" შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწო და გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო