მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია საქართველოს ბრალი დაედოს იმაში, რაც არ ჩაუდენია, წარმოუდგენელია დაბრალებული საქმის გამო, ჩვენი ქვეყნის სანქცირება მოხდეს

წარმოუდგენელია საქართველოს ბრალი დაედოს იმაში, რაც არ ჩაუდენია, წარმოუდგენელია დაბრალებული საქმის გამო, ჩვენი ქვეყნის სანქცირება მოხდეს. იმედი მაქვს, ევროკავშირის ხელმძღვანელი ბიუროკრატიის წარმომადგენლები როგორც "ნაცები" ექცეოდნენ თავიანთ მოქალაქეებს, ასე არ მოექცევიან საქართველოს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიამ საქართველოს და მის ხელისუფლებას რაღაცები თუ არასწორად დააბრალა, მერე სანქციები შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი გახდეს. მისივე შეფასებით, პრობლემა დაბრალებაშია და არა სანქციებში.

„მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელი ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ისევე როგორც "ნაცები" ექცეოდნენ თავიანთ მოქალაქეებს, ასე არ მოექცევიან საქართველოს. უდანაშაულო ადამიანებს ბრალს უყენებდნენ და სჯიდნენ.

დღეს თუ იგივე განმეორდა, ოღონდ უფრო დიდ მასშტაბში, ანუ ევროკავშირის ბიუროკრატიამ საქართველოს და მის ხელისუფლებას რაღაცები თუ არასწორად დააბრალა - ამ კანონის რუსულობა, ამ კანონის გამო დემოკრატიის უკუსვლა - მერე სანქციები შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი გახდეს. მაგრამ დაბრალებაშია პრობლემა და არა სანქციებში.

შეუძლებელია ევროკავშირში მაღალი თანამდებობის პირებმა არ იცოდნენ, რომ რაც კანადაში კანადურია, საქართველოში რუსული ვერ იქნება, რაც საფრანგეთში ფრანგულია, საქართველოში რუსული ვერ იქნება, რაც ამერიკაში ათწლეულებია ამერიკულია, საქართველოში რუსული ვერ იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, წარმოუდგენელია საქართველოს ბრალი დაედოს იმაში, რაც არ ჩაუდენია, შესაბამისად, როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, საქართველოს ან რომელიმე მაღალჩინოსნის სანქცირებას არ ელოდება.

„შესაბამისად წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ბრალი დაედოს იმაში რაც არ ჩაუდენია, წარმოუდგენელია დაბრალებული საქმის გამო, ჩვენი ქვეყნის სანქცირება მოხდეს.

ერთი პერიოდი ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობდნენ, თუმცა მერე მიხვდნენ, რომ პიარში არ ჯდებოდა ეს ამბავი, გუშინ ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხს მიენიჭა, ახლა ხალხის დასჯა აღარ გამოდიოდა და ახლა მაღალჩინოსნები დავსაჯოთო, შესაბამისად თუ დააბრალებ მერე დასჯით კიდეც.

ჩვენ არ ველოდებით, საქართველოს ან რომელიმე მაღალჩინოსნის დასჯას“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის