ირაკლი ზარქუა - ბორელი საქართველოზე ამბობს, უნდა დავსაჯოთ ქვეყანაო, კითხვას რომ უსვამენ, კი მაგრამ, საფრანგეთმა რომ მიიღო ამაზე გაცილებით მკაცრიო, დუმს - ფოტიგა სად არის? ევროპარლამენტს მიღმა დარჩა - სად არის ჩემი ვიოლა? დარჩი მიღმა?

ბორელი საქართველოზე ამბობს, უნდა დავსაჯოთ ეს ქვეყანაო, თავისი სანქციებით და ა.შ. და იქვე კითხვას რომ უსვამენ, კი მაგრამ, საფრანგეთმა რომ მიიღო ამაზე გაცილებით მკაცრიო, მანდ დუმს. ასეთი უხერხულობა უამრავი შეექმნებათ მათ - ფოტიგა სად არის? მიღმა დარჩა. სად არის ჩემი ვიოლა? დარჩი მიღმა ქალბატონო ვიოლა ევროპარლამენტში? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის დაკვეთით მუშაობს.

"ბორელი საქართველოზე ამბობს, უნდა დავსაჯოთ ეს ქვეყანაო, თავისი სანქციებით და ა.შ. და იქვე კითხვას რომ უსვამენ, კი მაგრამ საფრანგეთმა რომ მიიღო ამაზე გაცილებით მკაცრიო, მანდ დუმს. ასეთი უხერხულობა უამრავი შეექმნებათ მათ. ფოტიგა გახსოვთ? როგორ გვემუქრებოდა, რომ თქვენ ევროპარლამენტს ვერ გაეკარებით, გამოუშვით სააკაშვილიო. ფოტიგა სად ადის? მიღმა დარჩა. სად არის ჩემი ვიოლა? მიტინგებს რომ გვიწყობდა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, სააკაშვილი გამოუშვით, თორემ ვერ ეღირსებოდით? დარჩი მიღმა ქალბატონო ვიოლა ევროპარლამენტში? შენმა ამომრჩეველმა გითხრა უარი, ისევე როგორც თქვენს პარტიას, იმიტომ რომ უსამართლობას და არაობიექტურობას თვითონ გერმანელი ხალხიც არ გაგიტარებთ, ისევე როგორც დანარჩენი ევროპელები.

ჩვენ ვმუშაობთ ქართული საზოგადოების დაკვეთით. ჩვენ ვიცავთ ქართულ ინტერესებს. ქართული ინტერესები რა არის? ომის არ დაშვება, ეკონომიკურ ზრდაზე აქცენტირების გაკეთება, თავისუფლების და სუვერენიტეტის უფრო განმტკიცება, სამართლიანი, ობიექტური არჩევნების ჩატარება. ჩვენ ამას დავიცავთ და ამის დამკვეთი არის ჩვენი საზოგადოება. მართლმადიდებლობა, ოჯახის სიწმინდე, ოჯახური ღირებულებების დაცვა - ჩვენ ამას გავაკეთებთ ვინც რაც არ უნდა თქვას, ვინც რაც არ უნდა ჩვენ დაგვასანქციროს, ან დაგვემუქროს. სააკაშვილი იქნება ის, სადაც არის, არაფერი უჭირს, იქ იქნება ჯანმრთელად და მოიხდის ბოლომდე სასჯელს. ევროინტეგრაციის მიმართულებით კიდევ მეტ კანონს მივიღებთ, რაც გვაქვს ჰარმონიზაციის ნაწილში. სამართლიან, ობიექტურ არჩევნებსაც ჩავატარებთ," - განაცხადა ზარქუამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის