თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შურისძიებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების ცხადი და მკაფიო მაგალითია, იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა

ყოფილი პრეზიდენტისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შურისძიებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების ცხადი და მკაფიო მაგალითია, იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა. ამით ირღვევა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ევროპული სტანდარტი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, EPP-ის პოლიტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება და იმედი აქვს, რომ სხვადასხვა ფორმატით - იქნება ეს ეუთო/ოდირის თუ სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეების დელეგაციები, სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობას მიიღებენ.

„დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რანგში. წინა თავმჯდომარეს გადადგომა მოუწია იმ ტრავმების გამო, რომელიც მიიღო მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ძალადობის დროს. საზოგადოების პროტესტი გამოიწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კრემლისეული კანონის ინიცირებამ. ამ კანონის შესახებ ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ კანონი წარმოადგენს წინაღობას საქართველოს ევრო-ატლანტიკური განვითარების გზაზე. ქართველმა ხალხმა გამოხატა მკაფიო პროტესტი, მათ შორის ქუჩაში.

სიამაყით წარმოვადგენ საქართველოს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მსურს მივულოცო ევროპის სახალხო პარტიას უზარმაზარი შედეგი ევროპარლამენტის არჩევნებში. ერთად უფრო ძლიერები ვართ და საქართველო უფრო ძლიერი იქნება, როგორც ევროკავშირის წევრი. მოხარულები ვართ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლუქსემბურგში კვლავ გაცხადდა, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის და ქართველი ხალხი იმსახურებს თვის ადგილს ევროპაში. მაგრამ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის მთავრობა, რომელსაც მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი რჩება პოლიტიკურ პატიმრად. მის წინააღმდეგ წაყენებულია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები. მისი პატიმრობა შურისძიებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების ცხადი და მკაფიო მაგალითია იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა. ამით ირღვევა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ევროპული სტანდარტი.

მოგიწოდებთ ყველას, თვალი ადევნოთ საქართველოს, სადაც მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება 26 ოქტომბერს. იმედი გვაქვს, რომ ბევრი თქვენგანი, სხვადასხვა ფორმატით - იქნება ეს ეუთო/ოდირის თუ სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეების დელეგაციები - ჩაერთვებით სადამკვირვებლო მისიებში, რათა ხალხის ნება, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი შენარჩუნდეს და ერთად დავიცვათ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა