ომბუდსმენი - ადმინისტრაციული წესით დაკავებულების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, ეს მოწმობს, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას მათ წინააღმდეგ

ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარდგენისას განაცხადა.

იოსელიანის თქმით, 2023 წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით გამოყენებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები.

„2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. 2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის შინაარსის და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. ამ წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით გამოყენებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, 2024 წელს 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა.

საგულისხმოა, რომ შეკრებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება დღევანდელ კონსტიტუციური წესისგან შეუთავსებელ 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე მიმდინარეობს. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რათა საბჭოთა პერიოდის კოდექსი ადამიანის უფლებების ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს“,-განაცხადა იოსელიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია