გურამ მაჭარაშვილი - ე.წ. ოპოზიციურ გაერთიანებას იგივე ბედი აქვს, რაც მაგალითად, ხოშტარიას, ვაშაძის და ჯაფარიძის „ტროიკას“ ეწია, როდესაც ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირაში საპნის ბუშტივით გასკდა

ამ ე.წ. ოპოზიციურ გაერთიანებას იგივე ბედი აქვს, რაც მაგალითად, ხოშტარიას, ვაშაძის და ჯაფარიძის ე.წ. "ტროიკას" ეწია, როდესაც ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირაში საპნის ბუშტივით გასკდა, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერა შეაფასა.

მისი თქმით, არსებობს "კოლექტიური ნაცმოძრაობა", რომელიც იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან.

"ამ ე.წ. ოპოზიციურ გაერთიანებას იგივე ბედი აქვს, რაც მაგალითად, "დროას", ვაშაძის და გირჩი ჯაფარიძის ე.წ. "ტროიკას" ეწია. ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირაში საპნის ბუშტივით გასკდა. ასეთივე ბედი ელის ამ ე.წ. გაერთიანებას. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად, მელია-გვარამიას ახალმა პარტიამ იმაზეც კი ვერ მიიღო გადაწყვეტილება, თავმჯდომარე ვინ უნდა ყოფილიყო და ორივე არის თავმჯდომარე. რომელ გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, საკუთარ ახალ პარტიაშიც თავმჯდომარის პოზიცია ვერ გაიყვეს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" იყო. ხან დაშლიან, ხან გააერთიანებენ, მაგრამ მიზანი ერთია. ჩვენ გვახსოვს ასევე როგორ აბაკუნებდა ფეხებს და ამბობდა, რომ არავისთან გავერთიანდებიო მაგალითად, გახარია. იგივეს ამბობდა ხაზარაძე და ახლა რა ვიხილეთ? ხაზარაძემ თქვა გახარიაზე, რომ ვეძებდი როგორც მტერს და შევხვდი როგორც მოყვარესო. ეს არის მათი ბედი, ეს არის მათი აგენტობის ბედი, იმიტომ რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება. მთავარია, იქ ხელი მოუწერო აგენტობაზე და მერ ისე მოიქცევი როგორც გეტყვიან," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, მათივე თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი- მეტი თავისუფლება“; პარტია „ახალი“; „ლელო“; „დროა“; „სტრატეგია აღმაშენებელი".

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო