ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები ქალაქ ვარნაში გამართული ფესტივალის გამარჯვებულები არიან

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები „ფერხისი“ და „იმედი“ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გამართული ფესტივალის გამარჯვებულები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალ-კონკურსში ანსამბლებმა პირველი ადგილი დაიკავეს. ორივე ბულგარეთში, კომპანიებმა “MAGICGROUP”-მა და “ART FEST ASSOCIATION “-მა მიიწვიეს.

„ფერხისს" სამახსოვრო დიპლომებსა და მედლებთან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცა და ბულგარეთში, მომავალ წელს დაგეგმილ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად კვლავ მიიწვიეს. ანსამბლ ,,ფერხისს" ქორეოგრაფი ნინო მდივნიშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო ,,იმედს" - თეა გაბელაია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ორივე ანსამბლს და მათ ხელმძღვანელებს გამარჯვებას და მომავალში წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს