ირაკლი ქავთარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“, აწ უკვე, როგორც ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი, ხმის უფლებით შეხვედრებს ბრიუსელში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებთან გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აწ უკვე, როგორც ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი, ხმის უფლებით შეხვედრებს ბრიუსელში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებთან გამართავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქავთარაძემ EPP-ში მიმდინარე შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ქავთარაძე აღნიშნავს, ევროპელი მეგობრები მზად არიან ქართველ ხალხს გევრდით დაუდგნენ.

„დღეს შეხვედრები გვქონდა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებთან, ისინი საქართველოს მეგობრები, ქართველი ხალხის მეგობრები არიან და მათ ძალიან აწუხებთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი სამშობლოს ევროპული პერსპექტივა ჩააყენა. სწუხან იმაზე, თუ როგორ ბლოკავს „ქართული ოცნება“ ამ პერსპექტივას.

რა თქმა უნდა, ოპოზიციას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, მის ერთიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ყველა ერთად მივიდეთ და საქართველოს შევუნარჩუნოთ, გავუღოთ „ქართული ოცნების“ მიერ დახურული კარი, რასაც ჰქვია მისი ევროპული პერსპექტივა. ეს უნდა იყოს შენარჩუნებული, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენი ევროპელი მეგობრები მზად არიან ქართველ ხალხს გვერდით დაუდგნენ, რათა ეს მნიშვნელოვანი საკითხი ქართველი ხალხის სასიკეთოდ იქნას გადაწყვეტილი”, - განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე