ანა წითლიძე გაბრიელიუს ლანდსბერგისს - საქართველოში არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა - როგორ შეუძლია ევროპის საბჭოს წვლილი შეიტანოს ამ არჩევნების მართლაც სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად?

საქართველოში არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორ შეუძლია ევროპის საბჭოს წვლილი შეიტანოს ამ არჩევნების მართლაც სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად? - ამ კითხვით საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს მიმართა.

წითლიძის განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება იმაზე იქნება დამოკიდებული, საპარლამენტო არჩევნები რამდენად გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.

„ბატონო მინისტრო, პირველ რიგში მადლობას გიხდით ევროინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. ჩემი კითხვა უკავშირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. არსებული სიტუაცია საქართველოში ძალიან მძიმეა, ფიზიკურად ძალადობენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე. როგორ შეუძლია ევროპის საბჭოს წვლილი შეიტანოს ამ არჩევნების მართლაც სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად?“ - მიმართა წითლიძემ გაბრიელიუს ლანდსბერგისს, რასაც თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის ხმა ქვეყნის მიმართულებისთვის გადამწყვეტი იქნება.

„მიმაჩნია, რომ ევროპის საბჭოს არჩევნებამდე კონკრეტული როლის შესრულება შეუძლია, რაც არჩევნების დაკვირვებასა და მონიტორინგს უკავშირდება. გასული არჩევნების დროსაც იყო გარკვეული სიძნელეები, მაგრამ სამწუხაროა, რომ ახლა ძალიან განსხვავებულ ვითარებაში აღმოვჩნდებით. 1 სექტემბრიდან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც შეუძლიათ არჩევნებზე დაკვირვება და ევროპული ქვეყნებისთვის არჩევნების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მიწოდება, ახალი კანონიდან გამომდინარე, ჩვენ ამის საშუალება აღარ გვექნება. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა შეძლონ იმავეს გაკეთება. დავამატებდი, რომ როგორც პოლიტიკოსებმა, ქართველ ხალხს ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ, რომ მათ მიერ მიცემული ხმა გადაწყვეტს მათი ქვეყნის მიმართულებას. ჩვენ ამის თქმა თავიდან არ უნდა ავიცილოთ, რადგან ხალხმა უნდა იცოდეს როგორ ვაფასებთ იმ არსებულ ვითარებას, სადამდეც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა მიიყვანა. ჩვენ გამჭვირვალე უნდა ვიყოთ ამ საკითხში!“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში