მამუკა ხაზარაძე - “ლელოს” პოზიცია ერთიან სიაზე ცნობილია, ეს თემა დასრულებულია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ძალასთან, რომელიც საქართველოს რუსულ ხელისუფლებას ჩამოაშორებს, ვითანამშრომლოთ

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელო” ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს, იმისათვის, რომ საქართველოს “რუსული ხელისუფლება მმართველობიდან ჩამოაშორონ”.

მისივე თქმით, “ლელოს” პოზიცია არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობასთან დაკავშირებით ცნობილია და “ეს თემა დასრულებულია”.

“ლელოს” პოზიცია ერთიან სიასთან დაკავშირებით ცნობილია. ეს თემა დასრულებულია. ნებისმიერი თანამშრომლობა, პარტნიორობა იმისათვის, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოვაშოროთ, ჩვენთვის არის მისასალმებელი, მისაღები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ძალასთან, ვინც საქართველოს რუსულ ხელისუფლებას ჩამოაშორებს, ვითანამშრომლოთ”, - განაცხადა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, ხაზარაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ დასანქცირებულია და აღნიშნა, რომ “ყველა ის ადამიანი, რომელმაც ძალადობის წახალისებასა და აღსრულებაში მონაწილეობა მიიღო, კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი, ოღონდ ახალი პროკურატურის და ახალი სასამართლოს პირობებში”.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება