რატი იონათამიშვილი - მამუკა მდინარაძემ მძიმე დარტყმები მიაყენა „ნაცმოძრაობის“ კლასტერს, რასაც მაშინვე მოყვა რეაქცია, მათი ტელევიზიების საინფორმაციო გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა

თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც ჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა "ნაცმოძრაობის" კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი სახელი დაარქვა; მათი ტელევიზიები და ჟურნალისტები სიცრუეში ამხილა, თანაც კონკრეტული უმყარესი არგუმენტებით. მოკლედ, რამდენიმე შედეგიანი პიარული დრიბლინგი ქონდა ორ დღეში! , - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძის განცხადებები ძალიან „ეტკინათ ნაცებს“ და დღეს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებები გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა.

მანვე აღნიშნა, რომ „ნაცები“ ფეიკით ცდილობენ შეტევაზე გადმოსვლას.

„თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც ჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი სახელი დაარქვა; მათი ტელევიზიები და ჟურნალისტები სიცრუეში ამხილა, თანაც კონკრეტული უმყარესი არგუმენტებით. მოკლედ, რამდენიმე შედეგიანი პიარული დრიბლინგი ქონდა ორ დღეში!

ამას მაშინვე მოყვა შესაბამისი რეაქცია და დღეს ნაცმოძრაობის ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებები გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა!

ამოცანა გვეკითხება, ნაცებს ძალიან ეტკინათ და ფეიკით აქეთ ცდილობენ შეტევაზე გადმოსვლას თუ ამხელა ზესახელმწიფო რეაგირებს მართლა ასე სწრაფად ნაცების გაბანძებაზე?! მეორე შემთხვევაში, ნაცმოძრაობის ტელევიზიებმა ასე სწრაფად საიდან გაიგეს?

(თვითონ ამბობენ, მდინარაძეს ამჟამად ვიზა არა აქვს და წასვლას თუ ეცდება, მერე გაიგებს, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცითო )

მე მაინც პირველი ვერსიისკენ ვიხრები“, - წერს რატი იონათამიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე