ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა - ამის შესახებ ინფორმაციას ბსუ-ს ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, სტუდენტებს ახლა უკვე აქვთ საშუალება, პრაქტიკული კომპონენტები თანამედროვე ტექნოლოგიებით შეასრულონ.

„ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარულ მიმართულებაზე სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. 400 კვ.მ-იანი სასათბურე მეურნეობის მოდერნიზება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით და სექტორული პლატფორმა „მომავლის ფერმერის“ ჩართულობით განხორციელდა. სასათბურე მეურნეობაში სტუდენტებს უკვე საშუალება აქვთ პრაქტიკული კომპონენტი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამით, მცენარეთა წვეთოვანი მორწყვის, ფერტიგაციის და მიკროკლიმატის კონტროლის ტექნოლოგიების მართვით შეასრულონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე