შალვა პაპუაშვილი - ვენეციის კომისიის მოსაზრება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი, რეკომენდაცია კი ცესკოს კრიზისში შეყვანის რეცეპტია

სამწუხაროდ, გვაქვს აღქმა, რომ რეკომენდაციები უფრო მეტად პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ეფუძნება, ვიდრე სამართლებრივ მოსაზრებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და საპასუხო წერილის ტექსტს აქვეყნებს, რომელიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის ცესკოს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ მისწერა.

“დღეს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება ცესკოს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ.

სამწუხაროა, რომ მოსაზრება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი, ხოლო მასში წარმოდგენილი რეკომენდაცია ცესკოს გარანტირებულად კრიზისში შეყვანის რეცეპტია. შეგახსენებთ, რომ ის წესი რომელსაც ეხება ეს დასკვნა, უკვე ძალაშია და ამ წესით პარლამენტმა შეძლო ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის არჩევა ოთხი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერით, რომელიც ჯამში დეპუტატების კვალიფიციურ უმრავლესობას (3/5-ს) წარმოადგენენ”, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის ცესკოს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ საპასუხო წერილს უგზავნის.

,,მივიღე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი მოსაზრების სამუშაო ვერსია ცესკოს თაობაზე უკანასკნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენს ინსტიტუტებს შორის არსებული პარტნიორობის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისია დარჩეს საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის ღირებულ და რელევანტურ პარტნიორად, გთხოვთ, განიხილოთ რამდენიმე საკითხი, რომლებიც გვაწუხებს.

როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, მათ შორის, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან 2023 წელს თბილისში განხორციელებულ შეხვედრაზე, ჩვენ ვენეციის კომისიის მოსაზრებებისგან მოველით მტკიცე სამართლებრივ არგუმენტაციას, რომელიც გამყარებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული საუკეთესო ევროპული გამოცდილებით. თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს აღქმა, რომ რეკომენდაციები უფრო მეტად პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ეფუძნება, ვიდრე სამართლებრივ მოსაზრებებს. ამასთანავე, პოლიტიკურ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული შეფასება გამომდინარეობს ექსპერტების მოსაზრებებიდან და არა რომელიმე სხვა ობიექტურად დადასტურებული სიღრმისეული ანალიზიდან. აღნიშნული თავისთავად საფრთხილო საქმეა, რადგან სხვა ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტის გააზრება საჭიროებს ისეთ სპეციფიკურ ცოდნას, რომელიც შესაძლოა არ უკავშირდებოდეს იურიდიულ პროფესიებს”, - ნათქვამია წერილში.

პარლამენტის თავმჯდომარის წერილის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა