ვენეციის კომისია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს და რეკომენდაციას გასცემს, არ გააგრძელონ მისი მიღება

ვენეციის კომისია “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებისა და ძლიერი პოლიტიკური დაძაბულობების პერიოდში მოხდა.

“უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციის შევსებას და ძალიან სენსიტიურ საკითხებს ეხება, დაწყებულია პერიოდში, რომელიც გამოირჩევა ძლიერი და გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებით და ძლიერი პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობებით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ეს არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე ხდება და უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოყენებულ შეშფოთებებს”, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

რაც შეეხება იურიდიულ კონტექსტს, ვენეციის კომისია საქართველოს რეკომენდაციას აძლევს მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება.

ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ შესწორებების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ვერ დადგინდება და ამდაგვარი ტექსტის მიღების წინადადებაც კი საქართველოში LGBTI თემის წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზირებადი გარემოს კიდევ უფრო გამწვავების რისკს აჩენს.

„უფრო მეტიც, ვენეციის კომისია ახალი შესწორებების მიღებამდე, ეროვნულ სისტემაზე გავლენის დეტალური და კარგად დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას იძლევა, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით, სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ისევე, როგორც შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური ზრუნვა, ა.შ.). მსგავსი ანალიზი საჯარო უნდა გახდეს და ისეთ დროში ჩატარდეს, რომელიც შესაბამისი იქნება გულწრფელი და მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რაც არსებული საკითხების გულწრფელი და მიუკერძოებელი შეფასების საშუალებას შექმნის.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონის კანონპროექტის იურიდიულ შეფასებას, აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ [დაინიცირებული საკანონმდებლო] შესწორებების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ვერ დადგინდება ზემოხსენებული მიზეზების გამო და ამდაგვარი ტექსტის მიღების წინადადებაც კი საქართველოში LGBTI ხალხის წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზირებადი გარემოს (კიდევ უფრო) გამწვავების რისკს აჩენს. შესაბამისად, კომისია საქართველოს ოფიციალურ პირებს აძლევს რეკომენდაციას, მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება”, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა