შალვა პაპუაშვილი - ცესკოს წევრებიდან ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული მოადგილის შეთავაზება რთული მისაღებია, რადგან ის ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომ ხელმძღვანელობა უნდა იყოს დამოუკიდებელი

ვენეციის კომისიის მოსაზრება გვთავაზობს, რომ შევინარჩუნოთ ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის პოზიცია, რომელიც აირჩეოდა ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ცესკოს პროფესიული წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ცესკოს უხელმძღვანელებს ოპოზიციონერი მოადგილე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის ცესკოს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ მიწერილ წერილში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, შეთავაზება რთული მისაღებია, რადგან ის ეწინააღმდეგება თავად ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომლის მიხედვით ცესკოს ხელმძღვანელობა უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.

,,ამასთანავე, წინა მოსაზრებები გვთავაზობდა კვალიფიციური უმრავლესობის შემოღებას; და ეს უმრავლესობა უნდა ყოფილიყო არა სამი მეხუთედი, არამედ ორი მესამედი. აღნიშნული შეთავაზება იყო წარმოდგენილი იმის მიუხედავად, რომ ევროპაში არსად არ არსებობს ასეთი პრაქტიკა. ვენეციის კომისია ხშირად მიუთითებდა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომელიც თითქმის 3 წელია აღარ არის ძალაში. შეთანხმება ხარვეზიანი აღმოჩნდა პოლიტიკურად და პრაქტიკულად. მოხარული ვარ, რომ ამჯერად ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ „მას არ გაუწევია რეკომენდაცია სპეციფიკური გადაწყვეტისთვის [ახლა უკვე 19 აპრილის არარელევანტური შეთანხმების საფუძველზე]“. თუმცა, გასაკვირია, რომ მოსაზრებას კვლავ გასდევს 19 აპრილის შეთანხმების მუხლების სულისკვეთება’’,- წერს შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი ასევე, საუბრობს კვალიფიციური უმრავლესობის თაობაზე რეკომენდაციის გათვალისწინების შესახებ და აღნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინება პრაქტიკაში ინსტიტუტისთვის მეტ ჩიხს ნიშნავს.

,,ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ექსპერტებს მხედველობიდან რჩებათ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - 19 აპრილის მოდელმა პრაქტიკაში არ იმუშავა. კვალიფიციური უმრავლესობის თაობაზე რეკომენდაციის გათვალისწინება, განსაკუთრებით კი არაეფექტიანი ანტიჩიხური მექანიზმით, პრაქტიკაში ინსტიტუტისთვის მეტ ჩიხს ნიშნავს. აქ ჩვენ ვსაუბრობთ არა თეორიულ, არამედ ნამდვილ კრიზისზე. ასეთ კრიზისში სწორედ ამ ჩანაწერის მიღების შემდეგ აღვმოჩნდით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთ ჩანაწერს, რომელიც მიზნად ისახავდა გამოგონილი პოლიტიკური კრიზისის შემსუბუქებას, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის დროს მხარი არ დაუჭირა არც ერთმა მნიშვნელოვანმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ.

კვალიფიციური უმრავლესობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველო ორწლინახევრის განმავლობაში წარუმატებლად ახორციელებდა ექსპერიმენტს. აღნიშნული პროცედურა არ მომდინარეობდა პარტიათაშორისი დიალოგიდან, არამედ იყო გარე მედიატორის დაჟინებული მოთხოვნა. ახლა უკვე ფაქტია, რომ მან არ იმუშავა უწინ, არ მუშაობს ახლა და არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ იმუშავებს მომავალში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის ახალი პროცედურა მხარეებს კონსენსუსთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს მას. თუ საქართველოს ხელისუფლება მიჰყვებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და გააგრძელებდა ამ საექსპერიმენტო მოდელს, ცესკო დარჩებოდა 19 აპრილის შეთანხმებით შექმნილ ინსტიტუციურ კრიზისში და ქვეყანას ოქტომბრის არჩევნებისთვის არ ეყოლებოდა ცესკოს ხელმძღვანელობა. ამ ვითარებაში, რთული მისაღებია არაეფექტურ პროცედურაზე დაბრუნების მოთხოვნა, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტაციას. ექსპერტებისგან ჩვენი მოლოდინია, რომ რეკომენდაციას გაუწევენ ისეთ გადაწყვეტას, რომელიც დაასრულებს და არა შეინარჩუნებს კრიზისს’’, - ნათქვამია წერილში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა