სალომე სამადაშვილი - რატომ დააბანდებს ევროკავშირი თავის ფულსა და სახსრებს რუსულ მთავრობასთან? - ჩვენ მეტის ახსნა გვჭირდება საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, რა საფრთხის წინაშე ვართ

მოსახლეობა არის საინფორმაციო, პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ, მედია სივრცე პოლარიზებულია, არიან ადამიანები, რომლებიც ერთი ტიპის ინფორმაციას ეცნობიან მხოლოდ, ამიტომ, საჭიროა, დიდი საინფორმაციო კამპანია ჩატარდეს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

სამადაშვილის განმარტებით, დასავლელი ლიდერების განცხადებები საქართველოს მოსახლეობისთვის ერთგვარი ნიშნული უნდა იყოს, თუმცა ხელისუფლების დეზინფორმაციული კამპანია იმდენად ძლიერია, განსაკუთრებით რეგიონებში, არ იციან რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა.

„მე არ მგონია, რომ ჩვენი რომელიმე სტრატეგიული მოკავშირის ზეწოლის შედეგად, „ქართული ოცნება“ უკან დაიხევს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ უკან ქართველმა ხალხმა უნდა დაახევინოს. ეს უკან დახევა უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ მათი მარცხი არჩევნებზე უნდა იყოს იმდენად აბსოლუტური, მიხვდნენ, რომ სხვა გამოსავალი აღარ აქვთ და უნდა დათმონ მიტაცებული პოლიტიკური ძალაუფლება. ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება დასავლეთში, უნდა იყოს ერთგვარი ნიშნული ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მეტის ახსნა გვჭირდება საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, თუ რა საფრთხის წინაშე ვართ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რა შესაძლებლობები გვაქვს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში მოსახლეობა არის საინფორმაციო, პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ. აუცილებელია, ჩატარდეს საზოგადოებრივი კამპანია, რათა უკეთესად ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ.

რომ დავინახოთ, ხვალინდელი დღიდან რა განსხვავება იქნება ჩვენსა და მოლდოვას შორის - მოლდოვას ხვალიდან გაეხსნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, მიეცემა წვდომა ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე, რომლებიც მიეხმარებიან მოლდოვის ყველა რეგიონს, ეკონომიკურ ტრანსფორმაციას მოახდენს ძალიან სწრაფად და ამ დროს ჩვენ რა გვითხრეს, რომ მოლაპარაკებები არა თუ არ გაიხსნება, რაც გვაქვს დახმარება, ისიც გადაიხედება, ასევე, შეგვეზღუდება წვდომა იმ საერთაშორისო საკრედიტო რესურსებზე, რომელიც ასე გვჭირდება. რატომ დააბანდებს ევროკავშირი თავის ფულსა და სახსრებს უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაში რუსულ მთავრობასთან. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლება მოიაზრება ევროკავშირისთვის არა პარტნიორად, არამედ დაპირისპირებულ მხარედ. ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლები უფრო გასაგებ ენაზე ვერ იტყვიან. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, იხურება საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

რუსული ხელისუფლების ამოცანა ანტიევროპული სენტიმენტების გაღვივებაა, ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. რაღაცნაირად, აპრიორ მოცემულობად ითვლებოდა, რომ ქართველები მხარს უჭერენ დასავლურ მომავალს, პროევროპულები არიან და ვერც კი წარმოედგინა ვერავის, რომ ჩვენს ქვეყანაში რაიმე სხვა მიმართულებით შეიძლებოდა წასულიყო რომელიმე ხელისუფლება. ყველას ჰქონდა განცდა, რომ ქართველები არ მოითმენენ ამას და ამიტომ მოიგონეს დიდი ტყუილი, რომ ევროპასთან ახლა უფრო ახლოს ვართ.

მნიშვნელოვანია, რომ დიდი საინფორმაციო კამპანია ჩატარდეს. მედია სივრცე პოლარიზებულია, არიან ადამიანები, რომლებიც ერთი ტიპის ინფორმაციას ეცნობიან მხოლოდ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია