90 უკრაინელი რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს

90 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„სახლი მხოლოდ სიტყვები არ არის. სახლი - უკრაინაა. დღეს კიდევ 90 ჩვენიანი დაბრუნდა სახლში“, - წერს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ მათ შორის არიან ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები და მესაზღვრეები.

„ისინი, ვინც იცავდნენ მარიუპოლს, ვინც იცავდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, ვინც იმყოფებოდა ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის მიმართულებებით“, - აცხადებს ზელენსკი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მათი 90 სამხედრო მოსამსახურე რუსეთში დაბრუნდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე