სინდი დაიერი - თვალყურს ვადევნებთ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შედეგებს

ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის შედეგებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტრეფიკინგის საკითხებში, სინდი დაიერმა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიყავით ასეთი – უცხოური აგენტების შესახებ კანონის - მიღებით. ამ ეტაპზე ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მას. ადამიანთა ტრეფიკინგის მონიტორინგისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისში ზოგჯერ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანამ შეიძლება მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში და ჩვენ შეიძლება შეშფოთებული ვიყოთ, მაგრამ ამ კანონის შედეგებს ან გავლენას მომავალ წლამდე ვერ ვხედავდეთ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რასაც ჩვენ დავაკვირდებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთ მნიშვნელოვან მომსახურებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც ჩვენ ვეყრდნობით, მუშაობაში პრობლემები არ აქვთ. თუ მათ მუშაობაში პრობლემები შეექმნებათ, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, როგორც ნებისმიერი მიღებული კანონის შედეგებს“, – განაცხადა სინდი დაიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება