გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებენ - ახლა გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას თუ არა

ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებენ - ახლა გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, თუ არა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები დუმილს შეინარჩუნებენ, დუმილი თანხმობის ნიშანია და "ლგბტ დროშა კიდევ უფრო დიდად აფრიალდება მათ რიგებში".

როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, ვენეციის კომისიამ პოლიტიკური დასკვნა გამოაქვეყნა და არა სამართლებრივი.

„ვენეციის კომისია სამართლიანი დასკვნების ნაცვლად, პოლიტიკურ დასკვნებს იძლევა. ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს მოუწოდებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ. ახლა გამოვიდეს ოპოზიცია თავისი ლგბტ დროშით და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, თუ არა. ამას ისინი ვერ გაექცევიან და ვერც გაექცნენ დღემდე. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მხოლოდ ქალი და კაცი არის ოჯახი, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კაცი და კაციც უნდა იყოს ოჯახი, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ახლა ოპოზიცია ეთანხმება ვენეციის კომისიის ამ დასკვნას თუ არა, გამობრძანდნენ და თქვან. თუ დუმილს შეინარჩუნებენ, დუმილი თანხმობის ნიშანია და ის ლგბტ დროშა კიდევ უფრო დიდად აფრიალდება ოპოზიციის რიგებში," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ