ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზთან ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა, - ამის შესახებ ვიდეომიმართვას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დონეცკის ოლქი. ჩვენს ჯარისკაცებთან, მთავარსარდალ სირსკისთან და გაერთიანებული ძალების ახალ მეთაურთან, გენერალ გნატოვთან ერთად. დღეს, ყველას ვინც დონეცკის ოლქის თავდაცვაზეა პასუხისმგებელი ანდრეი გნატოვი ოფიციალურად გავაცანი. ჩვენ ანგარიშები უშუალოდ პოზიციებიდან მოვისმინეთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა 110-ე და 47-ე ბრიგადას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კიევში საუბარს გამართავს იმ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც ფრონტის ხაზზთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ.

„კიევში ცალკე საუბარი იქნება, მათ შორის ოფიციალურ პირებთან, რომლებიც აქ და სხვა ადგილებში, ფრონტის ხაზზთან ახლოს უნდა იყვნენ, სადაც ადამიანებს სასწრაფო გადაწყვეტილებები სჭირდებათ. გადაწყვეტილებები, რომლებიც კიევიდან უბრალოდ არ ჩანს. გამიკვირდა, რომ ზოგიერთი შესაბამისი თანამდებობის პირი აქ ექვს თვეზე მეტია არ ყოფილა. მათ შესახებ სათანადო დასკვნებს გამოვიტან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე