მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავაზე - ძალიან ვამაყობ თიკას თანამებრძოლობით - არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ ამ დონის განათლების ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება

მე, ძალიან ვამაყობ თიკას თანამებრძოლობით. არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ ამ დონის განათლების ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება. თიკას წარმოუდგენლად მაღალი დონის განათლება აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, რომ გადადგამს ნაბიჯებს ერთობისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას დანიშვნას.

სააკაშვილის თქმით, ახლა არის ერთობის დრო.

„მე მინდა მივესალმო თიკა ბოკუჩავას. თიკა არის „ნაციონალური მოძრაობის პირველი ქალი თავმჯდომარე, ძალიან მაგარი ქართველი პოლიტიკოსი. თუ რამე არის ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსი, ეს არის თიკა ბოკუჩავა. ის ყოველთვის ოპოზიციაში იყო, ხელისუფლებაში არ ყოფილა, ის პოლიტიკაში მოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, „ამერიკის ნაციონალურ დემოკრატიული ინსტიტუტიდან“. მე ძალიან ვამაყობ თიკას თანამებრძოლობით. არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ ამ დონის განათლების ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება. თიკას წარმოუდგენლად მაღალი დონის განათლება აქვს მიღებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ გადადგამს ნაბიჯებს ერთობისთვის. ახლა, არის ერთობა მთავარი. თიკას, როგორც არასდროს, შეუძლია სხვადასხვა ინტერესების შეჯერება“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ეჭვს არ იწვევს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წაგებული აქვთ. სააკაშვილმა ასევე მიმართა სახელმწიფო მოხელეებს.

„ელექტორალურად ოლიგარქის რეჟიმი არის დამთავრებული, ახლა, უნდა ამას გაფორმება. ეჭვს არ იწვევს, რომ მათ არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი ნორმალურად არაფრის ჩატარებას არ აპირებენ. ისინი აპირებენ მიტაცებას, როგორც სახელმწიფო მიიტაცეს, ასევე საარჩევნო სისტემის. მათ იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ ჩვენ გვინდა ვუთხრათ, ყველას - ყველა ერთად ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა დავდგეთ. მინდა მივმართო სახელმწიფო ორგანოებს, სახელმწიფო მოხელეებს, რომ ის, ვინც მონაწილეობას არ მიიღებს გაყალბებაში, ძალადობაში, იქნება ხელშეუხებელი და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ. ეს არ არის პარტიული თანამდებობების სახელმწიფო სექტორი, სახელმწიფო მოხელეებს უნდა გაფრთხილება და არავის არ ემუქრება სამსახურიდან გაგდება, რა თქმა უნდა, თუ რაღაც დაუკრეფავში არ გადავა რომელიმე მათგანი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა