ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას ალან ბერსე დაიკავებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას ალან ბერსე დაიკავებს, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

„ვულოცავთ ალენ ბერსეს, რომელიც ახლახან ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით აირჩიეს“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE).

ალან ბერსე მოვალეობის შესრულებას 18 სექტემბრიდან შეუდგება.

შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი, ალენ ბერსე აღნიშნულ თანამდებობაზე მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეცვლის.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია