მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში წესრიგი არის აღსადგენი - სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ, პრაქტიკულად, კრიმინალი მიუშვა საკუთარ მოქალაქეებზე, პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი

საქართველოში წესრიგი არის აღსადგენი. სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ, პრაქტიკულად, კრიმინალი მიუშვა საკუთარ მოქალაქეებზე. პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი - ოროსნები არიან ხელისუფლებაში, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა იმ ადამიანთა ფოტოები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღების ფარგლებში გამართული საპროტესტო აქციების დროს სცემეს. მისი თქმით, ყველა თავდამსხმელი ცნობილია, თუმცა პასუხისგებაში კი, არავინ მიუციათ.

„უფრო მეტიც, ქვეყანაში სრული არეულობა დაიწყო. ერთი - ორი კვირის წინ, „ვივამედთან“ ხიდზე იპოვეს სასიკვდილოდ ნაცემი ადამიანი იმიტომ, რომ სამარშრუტო ხაზი ვერ გაიყვეს. მანამდე ორი ადამიანი მოკლეს ბანდიტურ გარჩევებში. საქართველოში დასაბრუნებელია წესრიგი. წესრიგი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზეა დამოკიდებული, კანონის უზენაესობაა და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მაგრამ წესრიგი არის აღსადგენი. სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ, პრაქტიკულად, კრიმინალი მიუშვა საკუთარ მოქალაქეებზე. პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად. შესაბამისად, ეს კრიმინალური სინდიკატი უნდა დაიშალოს იმიტომ, რომ შეუძლებელია ქვეყანა ასე მაფიოზურად იმართოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს