21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე მოკლული გოგოს მშობლებმა მისცეს ჩვენება - მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატი 100 ლარით დააჯარიმა

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე მოკლული გოგოს მშობლებმა მისცეს ჩვენება. ქეთევან ჯავახიშვილის დედამ, ნინო ჯავახიშვილმა პროცესზე ჯერ კიდევ ესპანეთში ყოფნისას, მისი შვილის სახეზე არსებულ დაზიანებაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ, ბრალდებულმა მიაყენა.

„თვალი ჰქონდა გასივებული. სიჩქარეში დავარტყი ფანჯრის საკეტსო, მითხრა. ქეთის მეგობრისთვის უთქვამს, მშობლებს ვერ გავუმხილე და ეს ტრავმა ოთარ ცინდელიანმა მომაყენა, დედამისი რომ არ შესწრებოდა, შეიძლება მოვეკალიო“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისი თქმით, ქეთი ჯავახიშვილმა ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული.

გოგოს მამამ, კობა ჯავახიშვილმა ჩვენებისას განაცხადა, რომ მან ნახა მისი შვილის დასახიჩრებული ცხედარი.

„იმ დილით ქეთი ტელეფონს არ პასუხობდა, მაგრამ ზარი გადიოდა. 10 საათი იქნებოდა, სახლიდან რომ გავედი, მეზობელმა დამიძახა, მკვდარი აგდიაო, მაღლიდან დავინახეო, ბიჭი მეგონა, სასწრაფოს დაურეკეთ-მეთქი. დავბრუნდი, ვიფიქრე, იქნებ ცოცხალია და რამე საშველი იყოს-მეთქი. გრძელი თმები დავინახე, სახით ძირს იყო, გადმოვატრიალე და ჩემი შვილი იყო, დასახიჩრებული. წელის და ყელის არეში ჰქონდა დიდი ჭრილობა, სახე და ხელები დასისხლიანებული ჰქონდა....ეს გველი ყოფილა და არა ნათესავი, გულშიც ვერ გავივლებდი ამას“, - განაცხადა კობა ჯავახიშვილმა.

ამასთან, სასამართლო პროცესზე საქმის განმხილველმა მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის ადვოკატი გელა ტყეშელაშვილი 100 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატს კითხვების კორექტულად დასმისკენ მოუწოდა, თუმცა, მან მოკლული გოგოს მამას, მოსამართლის გაფრთხილების მიუხედავად კითხვა მაინც დაუსვა მისი შვილისა და ცინდელიანის ურთიერთობის შესახებ.

აღნიშნული კითხვა, ბრალდების მხარემ გააპროტესტა, ვინაიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაფიქსირებული ჰქონდა პოზიცია, რომ მისი შვილისა და ბრალდებულის ურთიერთობის შესახებ არ იცოდა. მოსამართლემ ადვოკატს თავდაპირველად შენიშვნა მისცა, შემდეგ კი მოსამართლის მითითების დარღვევის გამო დააჯარიმა.

ადვოკატის კითხვაზე, „რატომ გაგეპარათ იმ ღამეს შვილი, თუ ამბობთ, რომ ის არასდროს გატყუებდათ“, კობა ჯავახიშვილმა ასე უპასუხა - „წადი და კითხე ჩემს შვილს", რასაც ადვოკატმა ასე უპასუხა - "შენ უფრო ახლოს ხარ და კითხე".

სასამართლო პროცესზე მოკლულის დედამ პოზიცია დააფიქსირა სასჯელის ნაწილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ცინდელიანი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა