მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია, ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით

ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, არამედ მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან.

„ისინი რას შვრებიან იცით? გამოიკვლევენ რომ ერთად ვერ გვამარცხებენ მერე გაიშლებიან, მერე ჩაატარებენ კვლევებს ცალცალკე, მერე ისედაც ვერ გვამარცხებენ შეიკვრებიან. კვლევები კი არ შველის მაგას, მაგას უნდა რეიტინგი, იმიტომ რომ კვლევები აჩვენებს რეიტინგს, რასაც აქვეყნებენ ის რეიტინგი კი არა - რეალური რეიტინგი. აქედან გამომდინარე დაიშალნენ, გატესტეს, ნახეს, რომ არა, რაღაცა პრობლემა აქვთ - ახლა იკვრებიან ისევ. არადა იმ შეკრულზე და ერთად, რეალურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ყველა ნაცები არიან ეგენი, ნიკა მელია და გვარამია არ არიან ნაცებიო რომ ლაპარაკობთ, მგონი, უკვე ჩვენს თავს აღარ ვცემთ პატივს. ექვსი პარტიის წარმომადგენლების ლიდერებიდან ერთი მათი რეკეტიორი იყო, და ხუთი პარტიის თავმჯდომარე იყო და ექვს თუ ოთხ პარტიად გვევლინებიან. არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი. რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან არიან მწამებლები, არიან ავტორები იმ რეჟიმისა, ყველანი ერთად და მოპასუხეები, თანამზრახველები და პასუხისმგებლები იმისა, რასაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ერქვა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის