პროკურორი 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე - დაცვის მხარის შეკითხვები იყო ერთი გარემოების მანიშნებელი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოეხდინათ გარდაცვლილის მშობლების

თავად დაზარალებულს [ქეთევან ჯავახიშვილს] აქვს ფსიქოლოგთან ნათქვამი, რომ მასზე ბრალდებულის [ოთარ ცინდელიანის] მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა,- ამის შესახებ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დაცვის მხარის კითხვები მოკლულის მშობლების დისკრედიტაციის მოხდენას ემსახურებოდა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ გარდაცვლილის მშობლები. დედის ჩვენებით დადასტურდა მნიშვნელოვანი გარემოება, ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა ქეთევან ჯავახიშვილზე.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მთელი პროცესის განმავლობაში ვუსმენდი დაცვის მხარის შეკითხვებს და ვერ გავიგე, რა უნდათ. კითხვები, რომელიც მიმართული იყო დაზარალებულისკენ, გარდაცვლილის დედისკენ და მამისკენ, იყო ერთი გარემოების მანიშნებელი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოეხდინათ გარდაცვლილის მშობლების. ბრალდებულის პოზიცია არ ვიცით რა არის, ვინაიდან ვერც დაცვის მხარისგან ვერ გავიგეთ რა უნდა. შესაბამისად დაზარალებულებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს. ამავდროულად, საქმეზე დაიკითხება მოკლულის ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, გამოიკვლევა ყველა მტკიცებულება, ელექტრონული მესიჯები და საბოლოო ჯამში დადასტურდება ჩადენილი დანაშაული.

ის ფაქტი, რომ ესპანეთში ბრალდებული ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდა ქეტევან ჯავახიშვილის მიმართ, ეს მოწმეთა ჩვენებებითაც დადასტურებულია, საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაციითაც და პლუს, ჩვენ ესპანეთისგან სამართლებრივი დახმარების კუთხით გამოთხოვილი გვაქვს სრული ინფორმაცია, რა ხდებოდა და რა ინფორმაციას ფლობს ოთარ ცინდელიანზე.

თავად დაზარალებულს აქვს ფსიქოლოგთან ნათქვამი, რომ სისტემატურად ხორციელდებოდა მასზე ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური ძალადობა, ბრალდებულის მხრიდან",- განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო