ჯულიან ასანჟი ავსტრალიაში ჩავიდა

ჯულიან ასანჟი ავსტრალიაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ჯულიან ასანჟს აეროპორტში მისი ოჯახის წევრები დახვდნენ.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქმის დასრულებით მოხარულია.

შეგახსენებთ, დღეს, Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო მოსმენა აშშ-ის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე გაიმართა.

ასანჟს ბრალი დიდი რაოდენობით საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ედებოდა და გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებოდა.

გასულ კვირას შეერთებულ შტატებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად წაყენებული 18 ბრალდებიდან ერთ-ერთში თავი დამნაშავედ ცნო.

ჯულიან ასანჟმა გაერთიანებული სამეფოს ციხეში ხუთი წელი გაატარა, სადაც ის აშშ-ში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად იბრძოდა. მანამდე კი მან შვიდი წელი ეკვადორის საელჩოში გაატარა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე