მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, თქვენ რომ პარლამენტი ფეხებზე დაიკიდეთ, ასეთი არავის უქნია არასდროს - არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაეცით

ბატონო გიორგი, უკაცრავად, რომ ასე მოგმართავთ, იმიტომ, რომ დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მთელი პარლამენტი ფეხებზე დაიკიდეთ. თქვენ, მე მგონი, ყველაზე მაგარი კაცი ხართ. თქვენ რომ პარლამენტი ფეხებზე დაიკიდეთ, ასეთი არავის უქნია არასდროს. არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაეცით, - ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პლენარულ სხდომაზე.

მამუკა მდინარაძის თქმით, მსხილაძემ დასმულ შეკითხვებს პასუხები არ გასცა, ამიტომ მას მოუწოდა, რომ ჟესტიკულაციით მაინც უპასუხოს შეკითხვებს.

„წინა შემთხვევაში, მოხვედით და „იმიტომო“ იძახეთ, დღეს მოხვდით, უბრალოდ, კითხვაზე პასუხებს არ გვცემთ. მართლა მაგარი კაცია ეს ადამიანი. შეუძლია, რომ საერთოდ პასუხი არ გასცეს. თქვენს შეგძლებიათ, არ ვიცი, ეს კარგია, ცუდია, შეგაქოთ, გეჩხუბოთ, მართლა არ ვიცი. კითხვა ორჯერ გამიტარეთ. ერთი მარტივი კითხვა მაქვს, თქვენ შეგიძლიათ, ჩემს ასეთ დაჟინებულ მცდელობაზე, აგერ არიან პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, ჟესტიკულაციით მაინც მიანიშნოთ - პარტიულ წევრებს, რვა პარტიულ ოპოზიციურ წარმომადგენელს, შეუძლია თუ არ შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ თქვენ ვეტოს გავითვალისწინებთ და ვენეციის რეკომენდაციას. შეუძლიათ თუ არა, ჟესტიკულაციით მაინც მანიშნეთ“, - მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს.

თავად მსხილაძემ მდინარაძეს უპასუხა, რომ „გააჩნია“. რაზეც მინდაძემ ასევე კითხვით მიმართა:

„გააჩნია, რას ჰქვია?, კი, თუ არა ჟესტიკულაციით მაინც მანიშნეთ, თავი მაინც დამიქნიეთ, ან უარყავით, რაღაცა ქენით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მსხილაძემ მდინარაძის საპასუხოდ განმარტა, რომ ამაზე პასუხი ორჯერ გასცა.

„თქვენ ხომ პრეზიდენტს წარმოადგენთ აქ, თქვენ ხომ თქვენი სუბიექტური წარმოდგენებით არ ხართ. ამიტომ, მე გულწრფელად შევდივარ მდგომარეობაში და ამას თქვენ დასაკნინებლად ნამდვილად არ ვამბობ, უბრალოდ, პრეზიდენტზე უნდა ვთქვა კიდევ ერთხელ, ეს არის „იმიტომ“ პასუხები. თქვენ, ჟესტიკულაციითაც კი რომ ვერ ბედავთ სიმართლის თქმას, უკვე ყველაფერს ააშკარავებს. ეს არის იმის პასუხი, რომ დიახ, საქართველოს პრეზიდენტი, ვიღაცების, ნიკა გვარამიას და "ნაცების" თოჯინა გახდა.

როგორც „თოჯინების თეატრში“ რეჟისორი დაგეგმავს, ოღონდ ამ ადამიანს რეჟისორიც კი არ ეკონტაქტება, შემდეგ ვიღაცები თავიანთი ტექნიკური მექანიზმებით თოჯინებს ათამაშებენ, ისე ათამაშებს საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს ნიკა გვარამია, ისე ათამაშებენ სხვები და თქვენი მესიჯბოქსები ერთ ერთში ერთმანეთს ემთხვევა. თქვენ ხართ საუკუნის თაღლითობის სათავეში. საუკუნის თაღლითობას სახელად ჰქვია პიარული პროექტი „არა რუსულ კანონს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის