საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი FESTO DADACTIC SE-ის გლობალური განათლების მიმართულებათა აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე FESTO DADACTIC SE-ის გლობალური განათლების მიმართულებათა აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს და აფრიკაში რეგიონული მმართველობის ხელმძღვანელს, ნადერ იმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი) პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეა მურვანიძე, საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ეკა ნარეშელაშვილი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი, ასევე, FESTO DADACTIC SE, DENKENDORF-ის გლობალური გაყიდვების მენეკერი დიდემ ოზკანი და კომპანია „სოფთმასტერის“ დამფუძნებელი, დირეტორი მიხეილ კვესიტაძე, მხარეებმა იმსჯელეს უნივერსიტეტის ბაზაზე სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გახსნისა და შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მას განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რისი ნათელი დადასტურებაა ის, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 27 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, მათ შორის: ჰაერის კონდიცირება; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა; საოფისე საქმე; ღონისძიების ორგანიზება; ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება; ავტომობილის ძრავის შეკეთება; სამკერვალო წარმოება; ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება; საბაჟო საქმე; გრაფიკული დიზაინის შესრულება; ხის მხატვრული დამუშავება; სარკინიგზო გადაზიდვები; ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები; მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი; მექატრონიკა; სამრეწველო ავტომატიზაცია; მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი; სამთო ტექნიკოსი; სამთო ელექტრომექანიკოსი; მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი; მღებავი; მებათქაშე; ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა; მევენახეობა; მეფუტკრეობა; ბუღალტრული აღრიცხვა.

დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტში, მთავრობის მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს დაფინანსებით და BP საქართველოსთან პარტნიორობით გაიხსნა და მოქმედებს ანალიზხელსაწყოს პროფესიული სასწავლებელი, რომელიც აღჭურვილია სრულიად თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანალიზხელსაწყოს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლობენ, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ მომზადებას სხვადასხვა სფეროში ტექნიკური პროფილით. ეს პროფესიები ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტურია საქართველოში და ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი. ანალიზხელსაწყოს პროფესიული სასწავლებელი საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებით ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოეწყოს საჯარო პარტნიორობა. ჩვენ დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპი ახალი ცენტრის ჩამოყალიბების მიზნით, უნივერსიტეტს უკვე გადმოეცა უახლესი ტექნიკა, გვაქვს შესაძლებლობა გავხსნათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ცენტრი. თქვენი ჩართულობა და მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური სერვისის შეთავაზებას საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით”, - განაცხადა რექტორმა.

FESTO DADACTIC SE-ის გლობალური განათლების მიმართულებითა აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს და აფრიკაში რეგიონული მმართველობის ხელმძღვანელმა ნადერ იმანმა მადლობა გადაუხადა აკადემიკოს დავით გურგენიძეს და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. როგორც ნადერ იმანმა განაცხადა, FESTO DADACTIC SE საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობისა და ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა