პარლამენტმა „განათლების ხარისხის შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და ერთხმად დაუჭირა მხარი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაია კვიციანმა წარადგინა.

მომხსენებლის თქმით, ცვლილებების საფუძველია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, კანონმდებლობაში დეტალურად უნდა გაიწეროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პირობები და წესი. ასევე, ცენტრის დირექტორი იმავდროულად არ შეიძლება იყოს დასაქმებული ან ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

მისივე ინფორმაციით, აუცილებელია გაიზარდოს ცენტრის დამოუკიდებლობა, ამისთვის კი საჭიროა გაიზარდოს ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მმართველობითი უფლებამოსილებები და ჩაერთოს დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცესში.

ბაია კვიციანის თქმით, საქართველო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრი 2019 წელს გახდა. მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ასოციაციამ უნდა მიიღოს საქართველოს ხელახალი წევრობის გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

ცვლილების თანახმად, მოქმედ კანონს დაემატება საკოორდინაციო საბჭოს განმარტება და განისაზღვრება, რომ საკოორდინაციო საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც იქმნება 4 წლის ვადით. პროექტით აგრეთვე წესრიგდება ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე