პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 71 ხმით მხარი დაუჭირა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განმარტებით, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციები 2024 წლის 31 ივლისის ნაცვლად, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. გაუქმდება თამბაქოს ნაწარმის ღერზე შესაბამისი წარწერის დატანის აკრძალვა. ასევე, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე შესაძლებელი იქნება თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის ნიშნის დატანა.

„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს პროდუქტის მიკვლევადობას და ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქტის დაშვების ერთგვარი პრევენციის შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, დასაღეჭი, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს, შეფუთვაზე გავრცელდება ზუსტად ის რეგულაციები, რაც დღეის მდგომარეობით მოქმედებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გასახურებელ თამბაქოზე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა