პარლამენტმა „სოციალური მუშაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „სოციალური მუშაობის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

პროექტით წესრიგდება სოციალური მუშაკის დამატებით სოციალურ გარანტიებთან და სოციალური მუშაობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

„სახელმწიფო ადამიანის უფლებებს იცავს სერვისების მეშვეობით. ძლიერი ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს სახელმწიფოში და როდესაც ამ საკითხებზე და განსაკუთრებით იმ თემებზე ვსაუბრობთ, რომ ხდებოდეს დისკრიმინაციის და ძალადობისგან ადამიანის დაცვის ფაქტების პრევენცია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოციალური მუშაკის პროფესიის მქონე ადამიანების ეფექტურ მუშაობას, ვინაიდან ისინი იცავენ კონკრეტული, მოწყვლადი ჯგუფის ადამიანების უფლებებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა, რომ გააძლიეროს სოციალური მუშაკის პროფესია, თუმცა მათი რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფომ ჯეროვნად განახორციელოს ეს საქმიანობა.

კანონპროექტით, სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა იმ პირსაც, რომლის უნარები და კომპეტენცია მაქსიმალურად მიახლოებულია კვალიფიცირებული სოციალური მუშაკის შესაძლებლობასთან და გარდამავალ პერიოდში შეძლებს გარკვეული ფუნქციების შესრულებას შესაბამისი დაწესებულების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ხოლო იმავე გარდამავალ პერიოდში სერტიფიცირების გავლის ან სათანადო პრაქტიკული გამოცდილების შეძენის შედეგად, სრულფასოვნად და მაღალკვალიფიციურად გააგრძელებს სოციალური მუშაკის ფუნქციების განხორციელებას. კანონით განსაზღვრული პროცესი უნდა დასრულდეს 2030 წლის 1 იანვრამდე.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ