ქუთაისში მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა - დატბორილია ქუჩები და კორპუსების სარდაფები, დაზიანებულია ავტომობილები

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა.

წყალმა სრულად დატბორა ბუხაიძის ქუჩა.

ადგილობრივების თქმით, მოვარდნილი ნალექის შედეგად, სრულიად დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, ასევე, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები.

ამ დროისთვის, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

წვიმამ პრობლემები შექმნა სხვა ქუჩებზეც. სტიქიის ზონებში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

მერიის ააიპ სპეციალური სერვისების ინფორმაციით, სტიქიის ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, გამოყვანილია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს სათანადო ღონისძიებები. მათივე ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემის პრობლემა არ არის და პრობლემა გამოიწვია უხვმა ნალექმა. ამ დროისთვის, კი ელოდებიან წვიმის ინტენსივობის კლებას, რომ სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე