პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რის საფუძველზეც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას, (2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით) იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს.

ამასთან, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე.

„ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კანონის ჰუმანური მიდგომა გავრცელდება დაახლოებით 2000 პირზე, საიდანაც დიდი უმრავლესობა ფიზიკური პირია, ხოლო 38 კი იურიდიული პირი. ჯარიმის თანხების ჯამური ოდენობა შეადგენს 5,5 მლნ ლარს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს