ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასკურა, რამაც პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზიანის ლიკვიდაციის მიზნით, ქალაქის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახურები. სამუშაოებში უშუალოდაა ჩართული ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"ქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა, სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები გამოიწვია. ადიდდა მდინარე ოღასკურა, რის შედეგადაც დაიტბორა ბუხაიძის და ავტომშენებლის ქუჩები, ხოლო წერეთლის და რუსთაველის ქუჩებზე წყლის ნაკადმა ნატანი ჩამოიტანა, რამაც შეაფერხა სანიაღვრეების მუშაობა.

ჩვენ მომენტალურად დავიწყეთ შექმნილ მდგომარეობაზე შესაბამისი რეაგირება - უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ როგორც მერიის "სპეციალური სერვისების" თანამშრომლები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები.

ამ ეტაპისთვის გზები გაწმენდილია, აღდგენილია ელექტროენერგიით მომარაგება. მუშაობს მერიის ცხელი ხაზი - 595250309, სადაც 24 საათის მანძილზე შეუძლია დარეკვა მოსახლეობას და რეაგირება იქნება მყისიერი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტს უკვე შეძენილი აქვს მდინარე ოღასკურას რეაბილიტაციის პროექტი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მიმდინარე წელსვე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც შევძლებთ ასეთი პრობლემების თავიდან აცილებას", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში: 112 ან ქუთაისის მერიის ცხელ ხაზზე: 595250309.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე