ბოლივიაში გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა

ბოლივიის პოლიციამ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის ლიდერი, გენერალი ხუან ხოსე ზუნიგა დააკავა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები, მისი ხელმძღვანელობით, დედაქალაქ ლა პასში, პრეზიდენტის სასახლე შეიჭრნენ.

ხუან ხოსე ზუნიგამ განაცხადა, რომ მას სურდა დემოკრატიის რესტრუქტურიზაცია და რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდებოდა.

პრეზიდენტმა ლუის არსემ დაგმო გადატრიალების მცდელობა და საზოგადოებას დემოკრატიის სასარგებლოდ ორგანიზებისა და მობილიზებისკენ მოუწოდა.

”ჩვენ ვერ დავუშვებთ გადატრიალების მცდელობამ კიდევ ერთხელ შეიწიროს ბოლივიელთა სიცოცხლე,” - თქვა მან სატელევიზიო მიმართვაში.

მისმა სიტყვებმა რეზონანსი გამოიწვია და დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტები ქუჩებში ხელისუფლების მხარდასაჭერად გამოვიდნენ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლიდან უკან დახევა დაიწყეს და მის წინ მოედანი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა დაიკავეს.

ხუან ხოსე ზუნიგას დაკავების შემდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს