„იდეა დეველოპმენტის“ ახალი, მულტიფუნქციური პროექტის „იდეა პანორამას“ საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

„იდეა დეველოპმენტისა“ და სამშენებლო კომპანია „მეტტას“ წარმომადგენლებმა, ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის - „იდეა პანორამას“ საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს, რაც გულისხმობს მშენებლობის შემდეგ ფაზაზე გადასვლას. პროექტი გათვალისწინებული ტემპით და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და დასრულდება 2025 წლის შემოდგომაზე.

„იდეა პანორმა“ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კერძოდ გ.დანელიას ქუჩაზე მდებარეობს. მას 3 ჰექტარზე განთავსებული სამი განსხვავებული ბლოკი გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ასევე საოფისე - კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს.

იდეა დეველოპმენტის გაყიდვების ხელმძღვანელი, გიგი იორდანიდი, ხაზს უსვამს პროექტის მთავარ უპირატესობას - ადგილდებარეობასა და კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციას.

„იდეა პანორამა“ პირველ რიგში გამორჩეულია ადგილმდებარეობით და არქიტექტურული კონცეფციით. მცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდნენ ისეთ ცენტრალურ ადგილებთან, როგორებიცაა: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, ქალაქის ცენტრალური პარკი, ახლად გახსნილი საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი და სხვა.

ამავდროულად, პროექტს გამოარჩევს ულამაზესი, უცვლელი პანორამული ხედი, სუფთა, ჯანსაღი ჰაერი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რომელსაც ვერეს ხეობის ჰაერი ქმნის.

სწორედ ამიტომ, პროექტში არსებულ თითოეულ ბინას აქვს მრავალფუნქციური ტერასა, რომელიც მიმართულია ხედისკენ, შესაბამისად მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ, განიტვირთონ, დატკბნენ ხედით და ისიამოვნონ საკუთარ ტერასაზე წლის ოთხივე სეზონზე“, - აცხადებს გიგი იორდანიდი.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვები აქტიური ტემპით მიმდინარეობს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით დაანონსდა სპეციალური შეთავაზება, რომელიც იმოქმედებს ზაფხულის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიას ვებ-გვერდზე www.ideadevelopment.ge ან დაუკავშირდით ნომერზე: +995 599 511 911

(R)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება