ირაკლი ქადაგიშვილი ევროპული საბჭოს სამიტზე - იქნება ისევ ის განცხადებები, რაც ჩვენ ადრე მოვისმინეთ

[ევროპული საბჭოს სამიტზე] იქნება ისევ ის განცხადებები, რაც ჩვენ ადრე მოვისმინეთ - არჩევნებში საქართველოს, ანუ „ქართული ოცნების" გამარჯვება დაასრულებს ამ სპეკულაციებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპული საბჭოს სამიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა რეიტინგით, რითაც კი ქვეყნის წარმატება იზომება, საქართველო არის ლიდერი ქვეყანა.

„სანქციების თემა ურთულესი არის საქართველოსთან მიმართებაში ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ყველა ობიექტური მონაცემით, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით, რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ყველა რეიტინგით, რითაც კი ქვეყნის წარმატება იზომება, საქართველო არის ლიდერი ქვეყანა. ეს პოლიტიკური მიზნები, რაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ვიხილეთ, ჯერჯერობით რჩება. არჩევნებამდე ალბათ, ასე გაგრძელდება. არჩევნებში საქართველოს, ანუ "ქართული ოცნების" გამარჯვება დაასრულებს ამ სპეკულაციებს, " - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს