ანა წითლიძე ევროსაბჭოში გამოსვლისას - ათასობით ქართველი გვიყურებს ახლა, ელოდება მძლავრ სიგნალს, რომ თქვენ დგახართ ქართველ ხალხთან, რომ ევროპა არასოდეს მიატოვებს ქართველებს დემოკრატიის გზაზე - საქართველო ევროპას ეკუთვნის

ძვირფასო კოლეგებო, დღეს თბილისის ქუჩებში ევროპის დროშა ძალიან მაღლა ფრიალებს ახალი თაობის ხელში. ათასობით ქართველი გვიყურებს ახლა, ელოდება ძალიან მძლავრ სიგნალს, რომ თქვენ დგახართ ქართველ ხალხთან, რომ ევროპა არასოდეს მიატოვებს ქართველებს დემოკრატიის გზაზე. საქართველო ევროპას ეკუთვნის, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია.

„დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭოს ახსოვს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წელს, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას წარმოთქმული სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი.

დღეს ამ დარბაზში ვდგავარ, ძალიან ხმამაღლა და ამაყად ვიმეორებ ამ ცნობილ სიტყვებს: მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. ეს ქართველი ხალხის ძლიერი ნება და ძლიერი ისტორიული მისწრაფებაა და ამას ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის. მაგრამ ამ დარბაზში მინდა უფრო ხმამაღლა გითხრათ: ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია.

რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა შეცვალოს საქართველოს გეოპოლიტიკური გზა ევროპიდან რუსეთში, დემოკრატიის განვითარებიდან ოლიგარქიული სისტემისკენ. რუსული კანონი მხოლოდ ერთი ასპექტია რუსი ოლიგარქის ივანიშვილის დიდ თამაშში. დიდი გეგმა არის ევროპის გაძევება რეგიონიდან და რუსული გავლენის გაზრდა. რაც ახლა ხდება საქართველოში, მხოლოდ ქართველების ბრძოლა არ არის, ეს ევროპულიც არის. თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხდება, ევროპული ღირებულებები მთელს რეგიონში დამარცხდება.

ივანიშვილის მიზნის, ძალაუფლების შენარჩუნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსულ სისტემაში, სადაც კრიტიკული ხმა ჩახშობილია, სადაც დემოკრატია მხოლოდ სიტყვებია, სადაც პოლიტპატიმრები და სამოქალაქო აქტივისტები ციხეში არიან. ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ადამიანი, რომელმაც საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადი გახადა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის რუსი ოლიგარქის ციხეში იმყოფება.

ძვირფასო კოლეგებო, დღეს თბილისის ქუჩებში ევროპის დროშა ძალიან მაღლა ფრიალებს ახალი თაობის ხელში. ათასობით ქართველი გვიყურებს ახლა, ელოდება ძალიან მძლავრ სიგნალს, რომ თქვენ დგახართ ქართველ ხალხთან, რომ ევროპა არასოდეს მიატოვებს ქართველებს დემოკრატიის გზაზე. საქართველო ევროპას ეკუთვნის”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა