მამუკა მდინარაძე - ჩვენ უსამართლოდ რაღაცებს გვეტყვიან, ვიღაცები დაგვემუქრებიან, რაღაცები მოხდება, მაგრამ სიმართლე არის ერთი და ამ სიმართლეს ვერაფერი დაუდგება წინ - ამაყად და ღირსებით ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები

იქნება დეზინფორმაცია, იქნება ჩვენზე ზეწოლა, იქნება იმისი მცდელობა, რომ საქართველო მართოს აგენტურამ - საქართველოს მართავს მისი ამაყი, დამოუკიდებელი ხელისუფლება და ამას ვერაფერი დაუდგება წინ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველო ამაყად და ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

„ჩვენ წარსულის გამოცდილებით ვიცით, რომ გვეუბნებოდნენ სხვა რაღაცებს, სხვა რაღაცები უნდა გვეკეთებინა იმისათვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და არ ვაკეთეთ ეს რაღაცები, ორ ფეხზე მყარად დავდექით, ამაყად ვიბრძოლეთ, როგორც გუშინ მაგალითად ჩვენმა ბიჭებმა, გავიმარჯვეთ და ასე მოვიპოვეთ ბრძოლით კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ასე მოხდება მომავალშიც, ჩვენ უსამართლოდ რაღაცებს გვეტყვიან, ვიღაცები დაგვემუქრებიან, რაღაცები მოხდება, მაგრამ სიმართლე არის ერთი და ამ სიმართლეს ვერაფერი დაუდგება წინ - ამაყად და ღირსებით ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები, ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს