პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად - მეურვედ იზაბელა ოსიპოვას, სოსო სტურუას და გიორგი იაკობაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა. იზაბელა ოსიპოვა და სოსო სტურუა პარლამენტმა 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს, გიორგი იაკობაშვილი კი 79 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ შეარჩია და შესაბამის სუბიექტებს წარმოუდგინა 11 კანდიდატურა. აქედან, საქართველოს სახალხო დამცველმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტს წარუდგინეს თითო კანდიდატურა. რეგლამენტის 209-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის კვოტებით, ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით და ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება