შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტზე კენჭისყრა იმ პერიოდისთვის გადაიდო, როცა ოპოზიცია სხდომას დაესწრება

პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტის კენჭისყრა გადადო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის პროცესი იმ პერიოდისთვის გადაიდო, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია სხდომას დაესწრება. როგორც პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციას მოუწევს აღნიშნული პასუხისმგებლობის აღება.

„ჩვენ განვიხილეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი და იცით, რომ კონსტიტუციური კანონის მიღებას სჭირდება ¾, იმისთვის, რომ მყისიერად შევიდეს ძალაში. ოპოზიცია არ იმყოფება დარბაზში, ამიტომ მე ამ კენჭისყრას გადავდებ შემდეგი პერიოდისთვის, როდესაც ოპოზიცია იქნება დარბაზში და მათ მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით. ისინი ამ პასუხისმგებლობას, რომ დააფიქსირონ თავისი პოზიცია, ვერ გაექცევიან, საზოგადოების წინაშე ამ პასუხისმგებლობის ჩვენება და ამ არჩევანის გაკეთება მოუწევთ სხდომათა დარბაზში. ასე რომ, ეს კენჭისყრა გადაიდება იმ დროისთვის, როდესაც ოპოზიციას ვიხილავთ დარბაზში და ჩატარდება იმ დროს.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება